სიახლეები თეთრი, შავი თუ რძიანი შოკოლადი - შოკოლადის გასაოცარი თვისებები - ნუ იტყვით უარს მასზე 2018, 9 ნოემბერი, 21:09 თეთრი, შავი თუ რძიანი შოკოლადი - შოკოლადის გასაოცარი თვისებები ![]() ტვინი და შოკოლადიჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღე-ღამეში 2 ფინჯანი ცხელი შოკოლადის დალევა ეხმარება ტვინს ყველა იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, რაც მას აკისრია. ხანდაზმულებში კი მეხსიერების ხარისხს აუმჯობესებს. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ ცხელი შოკოლადი აუმჯობესებს ტვინის უბნებში სისხლის მიმოქცევის სისტემას. ![]() როგორც კვლევის ავტორი ა. სორონდი აღნიშნავს:'' ტვინის სხავადასხვა უბნებს უფრო მეტი ენერგია ესაჭიროებათ, რომ თავიანთი ''დავალებები'' სწორად შეასრულონ. აგრეთვე - სისხლის მძლავრი ნაკადი. ამ ურთიერთობას ''ნეიროვასკულარული შედუღება'' ეწოდება, რომელიც დიდ როლს თამაშობს ისეთი მნიშვნელოვანი დაავადების განვითარებისგან თავდაცვაში, როგორიცაა ალცჰაიმერი. 2017 წლის ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კაკაოს ექსტრატი, რომელსაც ლავადო ეწოდება მინიმუმამდე ამცირებს ნერვული გზების დაზიანებას და შესაბამისად ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებს.
ბოლო კვლევა კი ჟურნალ ''აპეტიტში'' გამოქვეყნდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმას რომ ყოველკვირეულად შოკოლადის ჭამას შემეცნებითი ფუნქციების გაუმჯობესება მოჰყვება.
შოკოლადი და გულის დაავადებები''BMJ''-ის ცნობით გულის დაავადებების განვითარებას შოკოლადი 1/3-ით ამცირებს. კანადელი მეცნიერების მიერ 44 489 ინდივიდზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ერთი ულუფა შოკოლადის მიღება 22%-ით ამცირებს ინსულტის განვითარებას. ხოლო, ადამიანები რომლებიც კვირაში 2 უნცია(56 გრამი) შოკოლადს მიირთმევდნენ 46%-ით ამცირებდნენ ინსულტის ფატალური შედეგით დასრულებას.
შემდგომი კვლევებით('' Heart '') დგინდება, რომ დღეში 100 გრამი შოკოლადის მიღება ამცირებს არა მარტო ინსულტის, არამედ სხვა გულის დაავადებების განვითარების რისკებს.
შოკოლადი და ნაყოფის ზრდა ორსულობის დროს დღეში 30 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა ნაყოფის ემბრიონული და სწორი განვითარებისათვის.
შოკოლადი და სპოტული აქტივობაშოკოლადის დახმარებით სპორტსმენები უფრო მეტ მანძილს ფარავენ და ამასთანავე უფრო ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარენ. სპორტის კვების საერთაშორისო საზოგადოების დასკვნით ერთი პატარა შავი შოკოლადის მიღება ფიტნეს ვარჯიშის დროს ზრდის ჟანგბადის ხელმისაწვდომობას. ![]()
მეცნიერები ამბობენ, რომ შავი შოკოლადის ეფექტურობა და წარმატება ამ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ იგი შეიცავს ფლავონოლებს, იგივე ეპიკატეცინებს, რომლებიც აუმჯობესებენ და ათავისუფლებენ სხეულს აზოტოვანი ოქსიდებისგან. იგივე ეფექტი აქვს ჭარხლის წვენს.
თითქმის ყველა შავი, თეთრი თუ რძიანი შოკოლადის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის უკეთესია.
თეთრი ან რძიანი შოკოლადის მწარმოებლებს არგუმენტად რძის მაღალი შემცვლელობა მოყავთ, რომელიც თავის მხრივ, კალციუმსა და ცილებს შეიცავს.
მუქი შოკოლადის მწარმოებლები კი მომხმარებლებს მათ შოკოლადში რკინისა და ანტიოქსიდანტების მაღალ შემცვლელობაზე ამახვილებინებენ ყურადღებას.
![]() იხ. შემადგენლობა ცხრილის სახით
![]() მუქ შოკოლადში კაკაოს მაღალი კონცენტრაციაა, აგრეთვე მაღალია ანტიოქსიდანტების რიცხვიც. თუმცა მაჩვენებლები განხვავებულია მწარმოებელი ბრენდის მიხედვით. უმჯობესია შეძენამდე გაეცნოთ შოკოლადის ეტიკეტს და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია შემცვლელი ნივთიერებების შესახებ.
ასევე საინტერესოა*რამდენად კარგი მეხსიერება გაქვთ? - მეხსიერების ტესტი*ჰარვარდის უნივერსიტეტი: ''კვლევებმა გვიჩვენა, რომ კანაფის მოხმარებისგან ერთი თვით თავის შეკავება აუმჯობესებს მახსოვრობას ახალგაზრდებში''*''telegraph''-მა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ყველაზე მეტს ეწევიან*რომელი პროფესია შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით*ხარ თუ არა IX კლასელზე ჭკვიანი?
![]() ![]() ![]() ![]()
262 1-ს მოსწონს
|